ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი5°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ8 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ23:26
ზაალ ანჯაფარიძე

განცხადება · 124 ნახვა

„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“

ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ხიდაშელმა და მისმა თანამოაზრეებმა თანდათან ამოწურეს რესურსები ქართულ-ჩინური ურთიერთობების დაზიანების მცდელობაში, თუმცა ჩინეთში კარგად გააცნობიერეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებები ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ.

„ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც.

თუმცა, თავიანთ სტრუქტურულ და ღირებულებით უძლურებაში, მათ ნელნელა ამოწურეს საკუთარი რესურსები, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დაეზიანებინათ. ჩინური ანდაზის არ იყოს, მდინარეს მათი მკვდარი თავები მოაქვს და კიდევ არაერთს ჩამოატარებს. ჩინეთში როგორც ჩანს კარგად წაიკითხეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.

ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. სი ძინპინმა ოფიციალურ წერილებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის ორმხრივი პარტნიორობა „ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს“, რაც ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა.“ - წერს ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ ანჯაფარიძე„მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“
  2. ზაალ ანჯაფარიძე„სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა“
  3. ზაალ ანჯაფარიძე„ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა“
  4. ზაალ ანჯაფარიძე„საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან“