ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:43
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 99 ნახვა

„განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო, დანაშაულები მიეჩქმალათ. ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი გახარიას მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები მის დღევანდელ პოლიტიკურ პარტიას.

გორდულაძეს მიაჩნია, რომ როდესაც აღნიშნული პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს ბრალდებული ადამიანი და მის ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან პარტიის წევრები, არამედ იწონებენ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს მიემართება.

„კონკრეტული ადამიანი ახლა იკავებს კონკრეტული პარტიის უმაღლეს თანამდებობას, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირია და თავმჯდომარეა. მისი პარტიის წევრები, დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, რაც ჩემი თვალით ნანახი და მოსმენილი მაქვს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, არა ერთხელ [განუცხადებიათ], რომ მათთვის საამაყოა ჩორჩანას ეპიზოდი. ისინი ამბობენ, დღესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამრუდებულად ციტირებენ, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ გიორგი გახარია გაამართლა და ახლა მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ ედავება მას კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. მაშინ, როდესაც აღნიშნული პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს კონკრეტული ბრალდებული ადამიანი და ამ ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან, არამედ იწონებენ, პარტიის ყველა წევრი, უკლებლივ, ვინც კი ახლა არის ამ პარტიაში, რა თქმა უნდა მისი ქმედებები ამ პარტიასაც მიემართება.

განსხვავება ჩვენს პარტიასა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, ისინი არათუ დანაშაულებს იძიებდნენ, არამედ მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო ამ დანაშაულების მიჩქმალვის და შესაბამისად მართლმსაჯულების არ დადგომის მიზნით. ხოლო ჩვენი მიდგომა არის, როგორც კი დანაშაული ხდება მხილებული, პირიქით ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ და მოვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. რა თქმა უნდა, ასეთ დანაშაულებრივ ქმედებებს არა თუ ვემიჯნებით, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს და ვინც კი გაბედავს და ჩაიდენს ამ დანაშაულებს, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობა დადგეს. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“,- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
  2. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“
  3. არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“
  4. არჩილ გორდულაძე„1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“