ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:18
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 93 ნახვა

„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახულია როგორც კონკრეტული პირების ჩვენებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ათობით გადაწყვეტილება.

გორდულაძის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში იყო მცდელობა, თითქოს კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოყენებულიყო ის ტერმინები, რომლებიც ადამიანების მიმართ განხორციელებულ მძიმე მოპყრობას აღწერს. მისივე თქმით, დასკვნაში საუბარია პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე, მათ შორის ე.წ. ფუქსებში მოთავსებაზე, სადაც ადამიანებს იატაკზეც კი არ ჰქონდათ თავისუფლად განთავსების შესაძლებლობა და სუფთა ჰაერზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდათ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებულია იმ თანამდებობის პირების შესახებაც, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ და რომელთა მიმართაც 2012 წლის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენები დადგა.

“ რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ.

საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ იყვნენ მოთავსებული ე.წ. ფუქსებში, სადაც მათ იატაკზეც კი არ ჰქონდათ თავისუფლად მოთავსების შესაძლებლობა და სუფთა ჰაერზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდათ.

შეუძლებელია, ვინმემ იძულებაზე ისაუბროს ისეთ ქმედებებთან მიმართებით, როდესაც კონკრეტული ადამიანის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს შვილის ყოლის შესაძლებლობა აღარ აქვს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახულია არა მხოლოდ კონკრეტული პირების ჩვენებები, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. შემთხვევითი არ არის, რომ ამაზე ვსაუბრობ, რადგან ასეთი საქმეები ათობითაა.

დასკვნაში საუბარია იმ თანამდებობის პირებზეც, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პენიტენციურ სისტემასა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდნენ თანამდებობებს. 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები დადგა. ასეთი პირების რაოდენობა კი ასეულობითაა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული.” – განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“
  2. არჩილ გორდულაძე„თუ ერთი კონკრეტული პირის გაკეთებული განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს პარტია დუმილით შეხვდება, შუღლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ამ პარტიასაც შეერაცხება. აქ მთავარი ის კი არ არის, ერთი კონკრეტული ადამიანი რას ამბობს, აქ მთავარია, პარტიები რა ნაბიჯებს დგამენ და როგორ მოქმედებენ“
  3. არჩილ გორდულაძე„პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
  4. არჩილ გორდულაძე„არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს“