განცხადება · 161 ნახვა
„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა“
როდესაც პარტიის წარმომადგენლები და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და ამბობენ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე და ეს კონკრეტული დამნაშავე, რომელსაც ჯაშუშს უწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საგამოძიებო მოქმედებით დადასტურებული არ არის, ეჭვიც კი არ არსებობს ამ ადამიანის მოკვდინება და წამება, თურმე, გამართლებული იყო. ამას ამბობენ დღესაც,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
გორდულაძის თქმით, მათი ქმედებები ახალისებს ბულინგსა და ადამიანის უფლებების შელახვას და ქმნის რეალურ რისკს, რომ ძალადობრივად შეცვლიან და დაამხობენ სახელმწიფო წყობილებას, თუ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები მყარად არ იდგებიან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„როდესაც პარტიის წარმომადგენლები და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და ამბობენ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე და ეს კონკრეტული დამნაშავე, რომელსაც ჯაშუშს უწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საგამოძიებო მოქმედებით დადასტურებული არ არის, ეჭვიც კი არ არსებობს ამ ადამიანის მოკვდინება და წამება, თურმე, გამართლებული იყო, აი ამას ამბობენ დღესაც, ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ კი არ ამბობდნენ, მე გეუბნებით დაახლოებით ორი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებებსაც. საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გაჟღერებულ სიტყვებზე ვამბობ, რომ თურმე პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა, ზოგიერთი იმასაც საუბრობს, რომ საერთოდ არ მესმის, სისტემური და სისტემატური წამება რა არისო, და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტსა და მსჯელობას. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენ ვისმენთ აქ, პლენუმის მიმდინარეობისას და პლენუმის წინაშე მათ მიერ წინა დროში გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს, რაღაც გადაცდომები გვქონდა... გადაცდომებზე კი არ არის საუბარი, აქ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზეა [საუბარი]. ერთი არის ნათქვამი და მეორეა, რას აკეთებენ და რას ამბობენ: რომ ახალისებენ ექსტრემიზმს, ახალისებენ ბულინგს, ახალისებენ ადამიანის ღირსების შელახვას. პირდაპირ ისევ და ისევ, დღესაც კი მათი მიზანი, როგორც ასეთი, დემოკრატიის დაზიანება, წარსულში გაკეთებული ერთ-ერთის განცხადება ვერანაირად ვერ იქნება მათი ინდულგენცია. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რას აკეთებს. და როდესაც მისი ქმედება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას ახლა, აწმყოში, არათუ სამომავლო საფრთხეს ქმნის, არამედ ეს სამომავლო საქმე აწმყოში უკვე რეალიზებულია, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად აჩენს იმის რეალურ რისკს, რომ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ან მას რომ ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობა, რომ არ არსებობდეს, ქვეყანაში მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოები მყარად რომ არ იდგნენ ისე გადაატრიალებენ ძალადობრივად, სახელმწიფო წყობილებას დაამხობენ და ძალადობით შეცვლიან, რომ პირიქით, ამის შედეგებს ზოგიერთი დაელოდება და ამის მიხედვით გადაწყვეტს, პარლამენტში შევიდეს თუ არ შევიდეს“,- განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“
- არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
- არჩილ გორდულაძე„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“
- არჩილ გორდულაძე„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“
