განცხადება · 190 ნახვა
„„ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს მათთან მაშინ, როდესაც 2024 წელს ელისაშვილი საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიაში მე-20 ადგილზე იყო. ამ საკითხზეც რომ სიცრუეს ავრცელებს, რა გამიჯვნის გულწრფელობაზე შეიძლება იყოს საერთოდ მსჯელობაც კი“
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის პასუხად, ალეკო ელისაშვილის „ქმედება რამდენად უნდა შეერაცხოს პარტიას და იყო თუ არა საკმარისი გამიჯვნა“, განაცხადა, რომ „ლელო“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ალექსანდრე ელისაშვილთან არსებული პოლიტიკური კავშირები უარყოს.
გორდულაძის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლების მტკიცება, თითქოს ელისაშვილთან კავშირი არ აქვთ, ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ამასთან, გორდულაძე ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ელისაშვილთან გამიჯვნასთან დაკავშირებით არც დამაჯერებელი და არც გულწრფელია, მაშინ როდესაც მას „რეჟიმის ტყვეს“ და „პოლიტიკურ პატიმარს“ უწოდებენ.
„წინა კვირას, მოპასუხე მხარემ, „ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს „ლელოსთან“ მაშინ, როდესაც 2024 წელს ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიაში იყო მე-20 ადგილზე. როდესაც გამოდის ახლა წარმომადგენელი და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს „ლელოსთან“ კავშირი არა აქვსო და მაშინ, როდესაც ამის საპირწონე ფაქტი არის ის, რომ იგი მე-20 ნომრად იყო, ამ საკითხზე რომ სიცრუეს ავრცელებს, რა გამიჯვნის გულწრფელობაზე შეიძლება იყოს საერთოდ მსჯელობაც კი. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილის საქმე მათ მიერ შეფასებული არის როგორც გამოგონილი ბრალი, განუკითხაობა, შურისძიება, პოლიტიკური ანგარიშსწორება. თვითონ ალეკო ელისაშვილს მოიხსენიებენ, როგორც „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“. ახლა მაინტერესებს როდესაც ასეთ ეპითეტებს გამოიყენებენ ტერორისტულ აქტის ჩადენისთვის მსჯავრდებული ადამიანების მიმართ, მათ რა განცხადება უნდა გააკეთონ, რომ ეს ჩაითვალოს გამიჯვნად. როდესაც ამავდროულად ამბობენ, რომ ის არის „რეჟიმის ტყვე“, „პოლიტპატიმარი“ და ასე შემდეგ და როდესაც უბრალოდ ტყუილს ამბობენ, რომ ჩვენთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ ბატონსო მაშინ როდესაც თავისივე წარდგენილ სიაში მეოცე ნომერი იყო. და ეს საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი ფაქტია, საერთოდ სიაში წარდგენილიც რომ არ ყოფილიყო ალექსანდრე ელისაშვილი, მათ შორის, 2025 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სხვა პარტიასთან ერთად, ამ შემთხვევაში, გახარიას პარტიასთან ერთად კოალიცია რომ ჰქონდათ შექმნილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიას, იგი პოზიციონირებული იყო როგორც თუ სწორად მახსოვს, ვიცე-მერობის ერთ-ერთი კანდიდატი. განცხადებები მის მიერ გაკეთებული პარტიული ტიტულატურის, პარტიული ნომრის სიმბოლიკის წინაშე გაკეთებული. ცნობილი ვიდეოები არსებობს რას აკეთებდა პარტიის შენობაში, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ მოგვეჩვენა და არ არსებობს, ამის დამტკიცება თუ უნდა პარტიის წარმომადგენლებს, კი ბატონო. ამავდროულად რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ის რომ უარყოფს, რომ თითქოს არ არსებულა, მითუმეტეს როდესაც ამბობს, რომ იცით რა, ასეთი ქმედება, თან პირდაპირ აშკარად გამიჯვნასაც კი არ ახდენს, მაგრამ ამავდროულად ამბობს, რომ ეს არის რეჟიმის ტყვე და პოლიტიკური პატიმარი. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არც დამაჯერებელია და არც გულწრფელია“,- განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
- არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“
- არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“
- არჩილ გორდულაძე„1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“
