ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:05
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 106 ნახვა

„როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს“

არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა.

მისი თქმით, წითლიძე საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80%-ს სიცრუეს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ასობით გვერდს მოიცავს და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია განხილული.

„საკითხი, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, ანა წითლიძის განცხადებებს ეხება. ქალბატონი ანა თავისი გამოსვლის დროსაც საუბრობდა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ფაქტები „აბსოლუტური ტყუილია“. დღესაც გაიმეორა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80% -ი სიცრუეა. რას უწოდებს ქალბატონი ანა ტყუილს? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, საჭიროა, ამ საკითხზე პოზიცია დაფიქსირდეს.

როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები - როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე - ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ქალბატონი ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს.“ - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“
  2. არჩილ გორდულაძე„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა“
  3. არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
  4. არჩილ გორდულაძე„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“