ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:02
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 99 ნახვა

„საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

მანვე აღნიშნა, რომ მხარეებს არ აქვთ უფლება მოსარჩელეს მიუთითონ და მოსთხოვონ სარჩელიდან კონკრეტული მტკიცებულებების ამოღება.

გორდულაძის შეფასებით, პროცესის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ უნდა გაჩნდეს მცდარი შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს მტკიცებულებების გამოკვლევის ან პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა.

„ამ ხნის განმავლობაში ჯერ ვისმენდით, რომ სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ, ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს. დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე დართული, რომ შეიძლება სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს. რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. რაც შეეხება ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულებები სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, მათ შორის არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი.

მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც სხვა ყველა სხდომები, ეს სხდომაც გადაიცემა პირდაპირი ეთერით და საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო ვინმეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევის და ამ მტკიცებულებაზე თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს, ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი უნდა გაჩნდეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ის, რაც ჩამოყალიბებულია 30 წლის განმავლობაში, ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ეს პრაქტიკა, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით, ეს უნდა იყოს ისე, როგორც არის ორგანული კანონით და სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული. თუ ვინმეს რამე პოზიციის დაფიქსირება უნდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა შეუძლია და აქამდეც შეეძლოთ, დაეფიქსირებინათ“,-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“
  2. არჩილ გორდულაძე„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა“
  3. არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
  4. არჩილ გორდულაძე„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“