ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მიხეილ სააკაშვილი„ევა გოცირიძე შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი10°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ამბავიპოლიტიკა122 ნახვა

ეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო

ეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, ბუქარესტში, რუმინეთის პარლამენტის სასახლეში გამართულ „ევროპის ფორუმს“ (Europa Forum) დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა.

სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, რაც ქვეყნის მიმართ მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გამოსვლის დასასრულს, ეკა სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ დემოკრატიული ღირებულებების სათანადოდ დაცვას, ხოლო ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ობიექტურ მიდგომას დაუბრუნდება.

„რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ხედვა, იდენტობა, განათლება“, 13-დან 15 ნოემბრის ჩათვლით იმართება და მასში 55-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და 180-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპისა და შეერთებული შტატების კონსერვატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.