განცხადება · 169 ნახვა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე
„როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ."ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. ~
გორდულაძე მის ამ განცხადებას უგუნურს უწოდებს და აღნიშნავს, საინტერესოა პარტია „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოველივეზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ზურაბ ჯაფარიძე გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წევრი იყო და არის, თუ სწორად მახსოვს 2022 წელსაც საარჩევნო სიაშიც იყო წარმოდგენილი და საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე, რაც იკადრა ზურაბ ჯაფარიძემ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული პარტიების მხარეს არ არის არავითარი ლოგიკა და მათ არ აქვთ სურვილი, საზოგადოებისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, ეს მათ შორის, ზურა ჯაფარიძის განცხადებითაც წარმოჩინდება. მაშინ, როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი გამოდის და საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების გამსაღებლები და რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. თავისივე ნაბიჯებით საზოგადოებას ანახებენ, თუ რანი არიან, რა სურვილები და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“,-განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად“
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას“
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში“
- არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
