განცხადება · 185 ნახვა
„„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად“
„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ასაკრძალად,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა აჩვენა სასამართლოს მიმდინარეობამ გასული დღეების განმავლობაში.
მისივე თქმით, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში ისინი ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჩვენ რომ სარჩელი შევიტანეთ, სულ რომ არცერთი მტკიცებულება არ წარგვედგინა, სულ რომ არ ყოფილიყო არც საგამოძიებო კომისიის დასკვნა, „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს და ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად. მეორე მხრივ, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე და სხვა მეტი არაფერთან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი პარტიასთან ფორმალურად იყო დაკავშირებული, არც მკვლელობები, არც ადამიანების წამება, არც ქონებების ჩამორთმევა, ეს ყველაფერი არ ყოფილა და თურმე ჩვენ მოვიგონეთ და საზოგადოებას ეს ყველაფერი მოეჩვენა. ასეთი ტყუილებით და უტიფრობით ცდილობს „ნაცმოძრაობა“, რომ საკუთარი თავი და საკუთარი პარტია გადაარჩინოს“,- განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე“
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას“
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში“
- არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
