ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი12°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:44
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 118 ნახვა

„ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს“

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში ყოფნის გამართლება თვითმმართველობის გადარჩენის მიზეზით, მხოლოდ "გახარიელ ნაცს" შეუძლია.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს და საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან ბევრი კითხვა არ აქვს, ვინაიდან, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილია ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

"ამავდროულად, ბერდია სიჭინავა, რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა, როდესაც ვითომ შუამავლობას აყენებდა ან რაიმე სათქმელი ჰქონდა მოსამართლისათვის და რეალურად ამბობდა, რომ იგი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურატურაში მუშაობდა, მას ქალბატონი ნორა კვიციანის დაზარალებულად ცნობის შესაბამის დადგენილებაზეც აქვს ხელი მოწერილი და ძალიან კარგად იცის, რანი არიან "ნაცმოძრაობის" წევრები და შემდეგ, ამ ნაცმოძრაობასთან ერთად, მათ კავშირი ჰქონდათ შეკრული და ერთობა 2021-2025 წლებში. ახლაც იმავეს აგრძელებენ და ამ ყველაფერს ამართლებენ იმით, რომ თითქოს თვითმმართველობა გადაარჩინეს ოთხ მუნიციპალიტეტში. "ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში ყოფნას რომ თვითმმართველობის გადარჩენით გაამართლებ, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ "გახარიელ ნაცს" შეუძლია, რომ წარმოთქვას.

რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ პარტიები შესაბამისად აიკრძალონ. ამ პოზიციას ვაფიქსირებთ არაერთხელ ჩვენს ნაწილში, როდესაც პროცესზე ვართ წარდგენილები. რაც შეეხება კითხვებს, ამას უკვე საზოგადოება იხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვების რაოდენობა არ იქნება იმდენი, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შეკითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს, არც საზოგადოებას არ აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით“
  2. არჩილ გორდულაძე„1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას“
  3. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა“
  4. არჩილ გორდულაძე„2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა“