განცხადება · 188 ნახვა
„პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით“
2024 წლის 1 მაისს, მამუკა ხაზარაძემ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივი აქციის მონაწილეების მისამართით განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები კონსტიტუციას იცავდნენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები გააცნო.
მან ყურადღება გაამახვილა პარტიის „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებზე. კონკრეტულად გაიხსენა, რომ პარტია „ლელომ“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„კერძოდ, ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა: „ვინმეს არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილები, არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან პოლიტიკით, ან პარტიით, ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც იცავენ კონსტიტუციას. ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს ისტორია არის გამუდმებული ბრძოლა თავისუფლებისთვის.". 2024 წლის 1 მაისს, პარტია ლელომ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯარო განცხადება გაავრცელა. პარტიამ ლელომ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა: „საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება. სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია! დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. პარტია "ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად. ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე“,-აღნიშნა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
- არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“
