განცხადება · 170 ნახვა
„1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას“
საკონსტიტუციო სასამართლოს ხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ყურადღება გაამახვილა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფონზე განვითარებულ მოვლენებზე და 2024 წლის 12 და 14 მაისს პარლამენტის შენობასთან მომხდარი ფაქტები შეაფასა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობა უსაფრთხოდ დატოვეს, პოლიციამ ტერიტორია ეტაპობრივად გაათავისუფლა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გორდულაძის თქმით, სამართალდამცველების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგაც აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას.
„1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.
მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.
მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შენობის გარე ტერიტორია 21:00 საათისთვის დატოვეს. აქციის მონაწილეები ძალადობას ამის შემდეგაც აგრძელებდნენ. აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას.
მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.
მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე. პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას. ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.“ - განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
- არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“
