განცხადება · 162 ნახვა
„2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, საზოგადოებას ხუთი ოპოზიციური პარტიის წევრთა განცხადებები გააცნო, რომლებიც ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას ეხებოდა.“
გორდულაძე „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და მისი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის საჯარო განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ასევე მოახდინა “ლელოს“ სხვა წევრების განცხადებების ციტირება, რომლებიც მადლობას უხდიდნენ ლაზარეს და „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების დაშინებაში სდებდნენ ბრალს.
„2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა: „დღეს ჩვენ მოვისმინეთ სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ სანამ სასამართლო გაიმართებოდა, ჩვენ ეს განაჩენი ერთი წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ამ ადამიანს პოლიტიკური განაჩენი მიუსაჯა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი გასამართლება იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართვადი და დამორჩილებული არიან „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ, ველოდებით პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას, რადგან ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა. მათ ვერ გააჩერებს ვერაფერი, მათ თავისუფლებას ვერ შეზღუდვას და ვერ შეაშინებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სასამართლომ მიიღო.
ყველას მინდა მობილიზაციისკენ მოგიწოდოთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, არ იქნება არანაირი დათმობა, არ შეგეშინდეთ.“.
ზურაბიშვილის მიერ გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ ხაზარაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. მან საჯაროდ განაცხადა:
„მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია, ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია.“.
2023 წლის 4 აპრილს, გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ბადრი ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა: „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს ახალგაზრდები, დააშინოს პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, ეს უკვე გახდა ნორმა, რომ ისინი დამნაშავედ აცხადებენ ადამიანებს სასამართლო განხილვების დაწყებამდე და შესაბამისად, ამით უსპობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ღარიბაშვილმა და კობახიძემ მოუსპეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ლაზარეს, იმიტომ, რომ ის გამოაცხადეს დამნაშავედ და ამით ინსტრუქცია მისცეს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.“.
2023 წლის 4 აპრილს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა, გრიგორიადისის მხარდასაჭერად საჯაროდ განაცხადა:
"მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს. ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის..."-განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
- არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“
