ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი12°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:40
თენგიზ შარმანაშვილი

განცხადება · 187 ნახვა

„მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან“

ჩვენი მთავარი პოზიცია შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

„მათი შეპასუხებიდან ჩვენ უკვე ვიცით მათი პოზიცია. მოსამართლეებსაც ჰქონდათ უამრავი კითხვა და ამიტომ, რა თქმა უნდა, იმას აღარ გავიმეორებთ. არც არის ეს მიზანშეწონილი. ჩვენ გვინდა კონკრეტული საკითხების დაზუსტება, რომელიც მათ უარყვეს და სინამდვილეში ასე კი არა ისე იყო. ამიტომ რაღაცებს დავაზუსტებინებთ. ჩვენი მთავარი პოზიცია რა თქმა უნდა, საბოლოო შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.

კითხვაზე რას ელოდება მმართველი გუნდის მოპასუხე მხარისგან, შარმანაშვილმა განმარტა, რომ პროცესი ინკვიზიციურია და არავის ურჩევდა ტყუილი ნარატივების გავრცელებას.

„როდესაც აშკარად არის მტკიცებულებები და შენ მას უარყოფ ესეც პასუხია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მოსამართლეებისთვის. მთავარია მათ ჩამოუყალიბდეთ შინაგანი რწმენა და ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენს სარჩელს აქვს საფუძველი. მათ უნდა დაარწმუნონ მოსამართლეები რომ ამას საფუძველი არ აქვს. მოსამართლეებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ იმიტომ, რომ ეს პროცესი ინკვიზიციურია, მათ შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას იმიტომ, რომ ამას ძალიან ხანმოკლე დრო ექნება და თან შეირცხვენენ კიდევაც თავს და ამას თავისი შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი„მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“
  2. თენგიზ შარმანაშვილი„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის“
  3. თენგიზ შარმანაშვილი„ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი“
  4. თენგიზ შარმანაშვილი„სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“