ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“ დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:28
სამადაშვილის ტყუილი

განცხადება · 109 ნახვა

„წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს“

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას.

“ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად.

სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება.

ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან.

ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით.

პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს.

არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

სამადაშვილის ტყუილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სამადაშვილის ტყუილი„საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი – ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 – საქართველო 10 346$, 2 – მოლდოვა 8 542$; 3 – უკრაინა 6 499$“