განცხადება · 144 ნახვა
„ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს „შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა“ და მიშამაც არ დააყოვნა“
ჟურნალისტი დათა გვასალია მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ თუ არ შეეძლოთ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, სახლში წასულიყვნენ. ხოლო, 4 დღის შემდეგ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიულოცა, რომ მათ ეს პროცესი დიქტატურის სასამართლოდ გადააქციეს.
გვასალიას თქმით, ვნც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე თქმით, ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად.
“13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მის ქვეშ მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პირდაპირ უბრძანა - „თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!“ - ანუ მარტივად, ისე გააღიზიანა ოპოზიციის გამოსვლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ფაქტობრივად სულელები ეძახა.
თუმცა, სულ რაღაც 4 დღეში, 17 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა იმავე ხალხს ტაში დაუკრა და დაწერა - „მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ბათუმში, თქვენ ეგ პროცესი უკვე გადააქციეთ თავად დიქტატურის სასამართლოდო“.
საინტერესოა, რა მოხდა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ სააკაშვილის მსგავსმა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელსაც აბსოლუტურ შეუცდომლობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც - საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა?!
ნუთუ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სასწაული მოხდა და ოპოზიციამ უცებ „ჭკვიანური არგუმენტები“ იპოვა?! რა თქმა უნდა, არა. პროცესზე მათ კვლავ გააგრძელეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებების მიცემა - ჯერ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, შემდეგ კი ოპოზიციურ ფლანგზე გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებზე. ანუ გააგრძელეს ზუსტად ის, რამაც 13 ნოემბერს სააკაშვილი წყობიდან გამოიყვანა.
მაშ რამ აიძულა საკუთარ შეუცდომლობაში ყოველთვის დარწმუნებული სააკაშვილი, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო 4 დღეში?!
და მაშინ რა მოხდა?!
მოხდა ის, რომ ერთადერთი - ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს „შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა“ და მიშამაც არ დააყოვნა -
ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის შეფასება ოთხ დღეში კრიტიკიდან აღფრთოვანებამდე იცვლება, ხოლო მის თვალსში 13 ნოემბერს უჭკუო ოპოზიცია, გამარჯვებულ ინტელექტუალებად, ცხადი ხდება, რომ აქ არც ემოციებია გულწრფელი და არც მოქმედება დამოუკიდებელი - ტექსტებსაც, ტონსაც და ტაშის დაკვრის დროსაც გარე რეჟისორები განსაზღვრავენ და მას ემორჩილება ყველა - იქნება ეს ლელო, გახარიას პარტია, გვარამიას კოალიცია თუ ნაცები - ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით.” -წერს გვასალია.
დათა გვასალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დათა გვასალია„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი – რომ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, დღეს ვიქნებოდით ომში მშვიდობის ნაცვლად, ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი“
- დათა გვასალია„როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ის ხალხი, ვინც ჩააგდო ეს პროექტი და გვთავაზობს, რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ“
- დათა გვასალია„ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ, მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი. როგორც კი მშობლებმა, რომელთაც რეალური შედეგი მიიღეს, პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა, მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ“
- დათა გვასალია„სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ – „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს”“
