განცხადება · 139 ნახვა
„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები აქციის დაშლას ღამის 12 საათზე იწყებდნენ, თუმცა, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს, აქციის მონაწილეებმა მაინც დაიწყეს პარლამენტის შენობის დაზიანება და ცეცხლის წაკიდება იმის მიუხედავად, რომ პერიმეტრზე სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„თუ ბატონ ლევანს უნდა იმის წარმოჩენა, 12 საათი რომ გახდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინვე აქციის დაშლას იწყებდნენ - უბრალოდ ერთი ფაქტითაც კი მტკიცდება [რომ ტყუილია], მაგალითად, 1 მაისის მაგალითი მოგიყვანეთ, როდესაც საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იდგა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე. მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქციის მონაწილე მოძალადეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა, დააზიანეს კამერები, ჩახერგეს შესასვლელები, ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, უშუალოდ ცეცხლი გაუჩნდა თვითონ შენობაში ოთახებს. თუ ამის აღწერილობა არის, მაშინ საათობრივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ. თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს, ბატონო თავმჯდომარევ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, საათების განმავლობაში რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით - 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს. თუ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, კონკრეტულ დღეს რა ხდებოდა, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას, ეს წარმოდგენილია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი,და ვიდეოებით შეგვიძლია, საათობრივად გავყვეთ,“ - განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
- არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
- არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“
- არჩილ გორდულაძე„შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო“
