ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“ დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:30
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 123 ნახვა

„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“

გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის განცხადებით, მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენას, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა, სწორედ ეს ბრძოლა კი შვილის საფლავზე მისი აფეთქების მიზეზი გახდა.

„აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, არის მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასაც მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენასაც ითხოვდა, რისთვისაც მან 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა. ბრძოლა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიზეზი გახდა იმისა, რომ მოკლულის შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო, მთავარი სამმართველოს, წალკის სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით ნაცნობ სამართალდამცავებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 2015 წლის 18 იანვრიდან, 20 იანვრამდე დროის პერიოდში გიორგი სოსანაშვილმა, გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა, და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია, 20 იანვარს დაახლოებით 13:20 წუთზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქები მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ჭრილობებით, გამოწვეული მწვავე სისხლისღვრით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ.“- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  3. არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“
  4. არჩილ გორდულაძე„შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო“