ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია6°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:26
სტივენ ნიკოლა ბარტულიცა

ევროპარლამენტარი

განცხადება · 99 ნახვა

„ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება“

ხორვატმა ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს.

მისი პროგნოზით, ევროკავშირის წამყვან წევრ ქვეყნებში მოახლოებული არჩევნების ფონზე ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება და კონტინენტზე მემარჯვენე და კონსერვატიული ძალების გავლენა გაიზრდება. ამის შესახებ მან ზაგრებში, კონფერენციაზე „რა განსაზღვრავს ევროპას?“ ისაუბრა.

ბარტულიცას განცხადებით, ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მათი პოლიტიკა მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. ამ კონტექსტში მან უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ევროკავშირის მიდგომა, საფრანგეთის ქუჩებში განვითარებული მოვლენები და ევროპული მწვანე პოლიტიკა გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროკავშირმა უკრაინას უკვე ასობით მილიარდი ევრო გამოუყო, თუმცა ომის დასრულების პერსპექტივა კვლავ არ ჩანს. განსაკუთრებული კრიტიკა მან ევროპულ მწვანე პოლიტიკას დაუთმო, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მრეწველობასა და ეკონომიკას. მაგალითად, მან გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია დაასახელა და გააფრთხილა, რომ ევროპულმა რეგულაციებმა შესაძლოა წარმოებასა და სამუშაო ადგილებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

„თუ მათ გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის განადგურება შეუძლიათ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის განადგურებაც შეუძლიათ“, — განაცხადა ბარტულიცამ.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპული ინსტიტუტები მიღებული გადაწყვეტილებებით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნიან და მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს უგულებელყოფენ.

ბარტულიცას მიაჩნია, რომ ევროპული ცივილიზაციისა და იდენტობის გასაგებად ქრისტიანობის ისტორიული როლის გააზრება აუცილებელია.

„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის, როგორც კულტურული მთლიანობის, გაგება“, — განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვან საფუძვლებად ასევე დაასახელა ძველი საბერძნეთის ფილოსოფია, რომელსაც დემოკრატიის სამშობლოდ მიიჩნევს, და რომაული სამართალი, განსაკუთრებით კი სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრინციპი.

კონფერენციის ფარგლებში ბარტულიცამ წარადგინა მოხსენება „პირველ რიგში, ხორვატია“, რომლის სახელწოდებაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ სლოგანს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ეხმიანება. მისი განმარტებით, ეს მიდგომა გულისხმობს ხორვატიის ეროვნული ინტერესების პრიორიტეტად ქცევას და იმ შემთხვევების ამოცნობას, როდესაც ქვეყნის ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრების ინტერესებს არ ემთხვევა.

ამ კონტექსტში მან სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება დაასახელა. ბარტულიცას აზრით, ხორვატიამ გაწევრიანების მოლაპარაკებებში საკუთარი მოთხოვნები, მათ შორის ომის დროს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის საკითხი, პრინციპულად უნდა დააყენოს.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესის შეცვლის წინააღმდეგ. მისი აზრით, ცალკეულ საკითხებზე ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლებამ შესაძლოა მცირე წევრი ქვეყნების გავლენა შეასუსტოს.

სტივენ ნიკოლა ბარტულიცა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს“
  2. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული“
  3. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“