„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული“
ხორვატული მედია აქვეყნებს სტატიას, რომელიც ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას განცხადებებს ეხება, რომელიც მან ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე- "რა განსაზღვრავს ევროპას?“ გააკეთა.
ღონისძიების მასპინძელი თავად ევროპარლამენტარი იყო, რომელმაც მის გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა და რამდენიმე საყურადღებო თემაზე გააკეთა აქცენტი. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ევროპული იდენტობა იყო, რომ |ქრისტიანობის გარეშე ევროპის გაგება შეუძლებელია“. მას მიაჩნია, რომ ქრისტიანობა უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ბარტულიცას მიაჩნია, რომ ხორვატიას შეუძლია ევროკავშირის წევრობით სარგებელი მიიღოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების კარგად გააზრება. მისი მტკიცებით, ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საკმარისად არ არის დაკავშირებული მოქალაქეთა საჭიროებებთან და უგულებელყოფს ევროპის ისტორიას.
"ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის, როგორც კულტურული მთლიანობის, გაგება“, - განაცხადა ბარტულიცამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც, მისი აზრით, უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული. ქრისტიანობასთან ერთად, ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვან საფუძვლებად მან დაასახელა ძველი ბერძნული ფილოსოფია, საბერძნეთი -როგორც დემოკრატიის სამშობლო -და რომაული სამართალი. მან განსაკუთრებით გამოყო რომაული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების მიმართ გარკვეული უფლებები ჰქონდათ.
ბარტულიცა ევროპაში მემარჯვენე ძალების გაძლიერებას ელის. ის პროგნოზირებს, რომ ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება, რასაც ევროკავშირის მსხვილ წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილი არჩევნები განაპირობებს. მისი აზრით, პოლიტიკური ტენდენციები მთელ კონტინენტზე მემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების გაძლიერებაზე მიუთითებს.
შესავალ მოხსენებაში, სახელწოდებით "რას ნიშნავს ხორვატია უპირველეს ყოვლისა?“, მან განმარტა ამ პოლიტიკური ლოზუნგის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სლოგანს, "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ეყრდნობა. მისი თქმით, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად იზიარებენ კონსერვატიულ პოლიტიკურ შეხედულებებს.
"მათ მობეზრდათ ტყუილები, მობეზრდათ მედიამანიპულაციები, სურთ სიმართლის შესაბამისად ცხოვრება და ვფიქრობ, ეს დრო ახლოვდება“,- განაცხადა ბარტულიცამ ახალგაზრდებზე საუბრისას, რომლებიც, მისი აზრით, სულ უფრო მეტად უბრუნდებიან კონსერვატიულ ღირებულებებს.
სტივენ ნიკოლა ბარტულიცა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება. ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ“
- სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს“
- სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“
- სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება“
