ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“ დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია6°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:28
სტივენ ნიკოლა ბარტულიცა

ევროპარლამენტარი

განცხადება · 104 ნახვა

„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“

ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს. ის ასევე პროგნოზირებს, რომ ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება- ინფორმაცია ამის შესახებ ხორვატულ მედიაში ვრცელდება.

ბარტულიცა ზაგრებში, მასპინძლობს კონფერენციას სახელწოდებით "რა განსაზღვრავს ევროპას?“. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) პრეზიდენტი ადამ ბიელანი, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ შტიმაცი და სტუმრები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბარტულიცამ ევროკავშირის ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მოქალაქეების რეალური საჭიროებების საწინააღმდეგოდ იღებენ.

შეხვედრის დაწყებამდე ბარტულიცამ განაცხადა, რომ, როგორც ევროპარლამენტის წევრი, უშუალოდ ხედავს ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში არსებულ პრობლემებს. მისი აზრით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება. მაგალითებად მან დაასახელა ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, საფრანგეთის ქუჩებში განვითარებული მოვლენები და ევროპის მწვანე პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ევროპამ უკრაინას უკვე ასობით მილიარდი ევრო გადაუხადა, თუმცა ომის დასასრული ჯერაც არ ჩანს.

მან განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროპის მწვანე პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მრეწველობასა და ეკონომიკას. მაგალითად მან გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია მოიყვანა და საზოგადოება წარმოებასა და სამუშაო ადგილებზე ევროპული რეგულაციების შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა. „თუ მათ გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის განადგურება შეუძლიათ, ფაქტობრივად ყველაფრის განადგურება შეუძლიათ“,- განაცხადა ბარტულიცამ. მისი შეფასებით, ევროპული ინსტიტუტები საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნიან ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და უგულებელყოფენ მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს.

სტივენ ნიკოლა ბარტულიცა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება“