ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი14°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია6°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:44
სტივენ ნიკოლა ბარტულიცა

ევროპარლამენტარი

განცხადება · 121 ნახვა

„ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს“

ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით "რა განსაზღვრავს ევროპას?", რომლის მასპინძელიც ევროპარლამენტარი სტივენ ნიკოლა ბარტულიცა იყო, სიტყვით გამოვიდა. ხორვატიულ მედიაში მის გამოსვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ბრიუსელის პოლიტიკით გამოწვეულ უკმაყოფილებაზეა საუბარი.

სტატიაში ერთ-ერთი საკითხი ხორვატიის ინტერესების დაცვას ეხება, რომ „ხორვატიამ უნდა გააცნობიეროს, როდის არ ემთხვევა მისი ინტერესები სხვებისას“.

ბარტულიცამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიდგომა „ხორვატია უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში ხორვატიის ეროვნული ინტერესების დაყენებას გულისხმობს. მისი აზრით, ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება. მაგალითად მან სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება მოიყვანა. მისი შეფასებით, ასეთ საკითხებში ხორვატიას უნდა ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, რათა უმრავლესობის პოზიციას გაემიჯნოს და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს.

ბარტულიცას მიაჩნია, რომ სერბეთთან და მონტენეგროსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში ხორვატიამ დაჟინებით უნდა დააყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ომის რეპარაციები. მისი თქმით, ხორვატიის ინტერესები ყოველთვის არ უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის დიდი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას.

ამასთან, ის ეწინააღმდეგება აბორტსა და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას. სოციალურ საკითხებზე საუბრისას ბარტულიცამ მოუწოდა საზოგადოებას, ებრძოლოს იმას, რასაც თავად „სიკვდილის კულტურას“ უწოდებს. მისი აზრით, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად შორდებიან ოჯახებს, ხოლო, მისივე სიტყვებით, „ჩასახვის მომენტიდან სიცოცხლის უფლება“ სათანადოდ არ არის დაცული.

მან ასევე მხარი დაუჭირა „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას. ამასთან, ბარტულიცა ეწინააღმდეგება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილებები ერთსულოვნების ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს.

მისი აზრით, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა შეასუსტოს ევროკავშირის მცირე წევრი სახელმწიფოების გავლენა. მან ხაზი გაუსვა როგორც ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, ისე ისტორიული საკითხებისთვის ნათლის მოფენის მნიშვნელობას, მათ შორის კომუნისტური დანაშაულების მსხვერპლთა იდენტიფიცირებას.

სტივენ ნიკოლა ბარტულიცა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება. ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ“
  2. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული“
  3. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“
  4. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება“