განცხადება · 121 ნახვა
„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
"ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, ყოველდღიურად არის ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება. ღიმილის მომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ. ღიმილის მომგვრელი, როდესაც შემდეგ გამოვა მათი ადგილზე მყოფი ბელადი - ბატონი გვარამია და თითოეულ გზააცდენილ დანაყოფს შემდეგ შეახსენებს, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათ სულიერი მამა - ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლოს დარბაზიდან და ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას. ბევრი ფრთიანი კითხვის, განცხადების, პასუხის გახსენება შემიძლია. ალბათ, ვინმე შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს მათ კითხვა-პასუხებსა და უტიფრობაზე, რომელსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გვთავაზობენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
- ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
- ირაკლი კირცხალია„ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“
