განცხადება · 187 ნახვა
„შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი“
ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ, სურსათის მიწოდების ჯაჭვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა. საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ამ მიწოდების და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი“,-განაცხადა მახაშვილმა.
ლევან მახაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან მახაშვილი„ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას“
- ლევან მახაშვილი„გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის დიალოგის მზაობა – საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას, ობიექტური შეფასების პირობებში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“
- ლევან მახაშვილი„საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად“
- ლევან მახაშვილი„ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს“
