ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან - რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ამბავიპოლიტიკა144 ნახვა

სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო: რატომ ვერ გააქვს მოლდოვას ვაშლი ევროკავშირში და რატომ რჩება მოსავალი ბაღებში

სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო: რატომ ვერ გააქვს მოლდოვას ვაშლი ევროკავშირში და რატომ რჩება მოსავალი ბაღებში

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს, სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით 500 ტონა გაუყიდავი ვაშლი რჩება.

წინასწარი შეფასებით, 2026 წელს მოლდოვაში ვაშლის მოსავალმა შესაძლოა 590–600 ათას ტონას მიაღწიოს, რაც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა მთელი მოსავლის მიღებას ვერ ახერხებენ.

გადასამუშავებელი ვაშლის შესასყიდი ფასი ძირითადად ერთ კილოგრამზე 2–2,3 მოლდოვურ ლეის შეადგენს, ცალკეულ შემთხვევებში კი 1,7 ლეიმდეც ეცემა. ფერმერების თქმით, ასეთი ფასი წარმოების ხარჯებს ვერ ფარავს.

ევროკავშირის ბაზარზე მოლდოვას ყოველწლიურად 50 ათასი ტონა ვაშლის უბაჟოდ შეტანის შესაძლებლობა აქვს, თუმცა კვოტის სრულად ათვისებას სერტიფიცირების, პროდუქციის ხარისხისა და ლოგისტიკის მოთხოვნები ართულებს. მოლდოველი ეკონომისტების ნაწილი ხელისუფლებას ფერმერების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

ვითარებას ამძიმებს ევროპულ ბაზარზე ვაშლის კონცენტრატის ფასის ვარდნაც - სეზონის დასაწყისში ერთი ტონა 1 300 – 1 400 ევრო ღირდა, ნოემბერში კი 1 000–1 100 ევრომდე დაეცა. მოთხოვნის შემცირების გამო ზოგიერთი საწარმო ნედლეულის შესყიდვას უკვე ზღუდავს.