ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი ზურაბაშვილი„მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ დღეს 2 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი3°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი2°C
  • თელავი1°C
  • გორი1°C
  • ახალციხე−2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური−1°C
  • მესტია−6°C
  • ფოთი7°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ02:19
გიორგი ზურაბაშვილი

პრემიერის წარმომადგენელი

განცხადება · 184 ნახვა

„მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“

მოლოდინი მქონდა, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქციერაბასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა მან.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გამართა