ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ირაკლი შატაკიშვილი„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი7°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ამბავიპოლიტიკა169 ნახვა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს კნუტთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური ალიანსისა და მოდერატების პარტიის საგარეოპოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.