თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე
ყველა სიახლე
4712 მასალა
26 თებერვალი
სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.
დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე
25 თებერვალი
არაფერი ეშველება ევროპას, სანამ კრეტინოკრატია არ ჩამოცილდება მმართველობის ბერკეტებს! აი, მაგალითად, ანალენა ბერბოკი! – ხათუნა ხოფერია
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე და გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. უვიცობასაც აქვს საზღვარი! უვიცობასაც აქვს ზღვარი, რომლის იქითაც, უბრალოდ, კრეტინი ხარ!“,-ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია ანალენა ბერბოკის ინტერვიუს, საიდანაც ირკვევა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გრენლანდია ევროკავშირის წევრი ჰგონია.
კომპანია „ალფას“ წარმომადგენელი: პროდუქციაზე, რაც ქსელებში შეგვაქვს, სტანდარტულად გვაქვს „ქეშბექი“ 20%-დან 35% -მდე. გვაქვს, ასევე, ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომლის იმპორტირებაც წონით ხდება. აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის და სწორედ ამ მიზეზით არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს
საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე, კომპანია „ალფას“ წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა კითხვით მიმართა, რომ ეს მარჟა მათი ბიზნესინტერესიდან მოდის, თუ დიდწილად განპირობებულია ქსელების მხრიდან დაკისრებული ტვირთით, რაზეც კომპანია „ალფას“ წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის და სწორედ ამ მიზეზით არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს.
ქსელურ მარკეტებზე
სადისტრიბუციო კომპანია “ბიდი კომპანის” წარმომადგენელი: თამაშის წესებია გაწერილი, ქსელები აკეთებენ მონიტორინგს, თუ აღმოაჩინეს, რომ დავუშვათ, მე სხვა ქსელს ან მაღაზიას მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შეიძლება გაფუჭდეს უერთიერთობა
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საქართველოს შესახებ
სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს
სადისტრიბუციო კომპანია “დაფნას” წარმომადგენელი: სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, გაყიდულ პროდუქციაზე “ქეშბექი” დავუბრუნოთ “რითეილს”, ეს, კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს
“პირველი ამომავალი საკითხი, ვფიქრობ, რომ არის “ქეშბექის” თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე “ქეშბექი” დავუბრუნოთ “რითეილს”. ეს “ქეშბექი” კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე”, – განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია “დაფნას” წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ “მეხუთე კოლონა”
ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ “იმედის” და “პოსტვ-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.





























