ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა – მას ახლა “ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებას, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვას” ედავებიან.
„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შობა-ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უკრაინის ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის ინფორმაციით, 2 მილიონი უკრაინელი მამაკაცი იძებნება, 200 ათასმა კი სამხედრო ნაწილები თვითნებურად დატოვა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გეგმა, გაამკაცროს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებზე კონტროლი, არ უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ თანხა სოციალური მომსახურების გადახდებიდან არ არის მიღებული,- განაცხადა Reuters-თან აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა, მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი სახის პროტესტები დაფინანსებულია და შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, რათა გაიგონ, ვინ დგას დაფინანსებული პროტესტის უკან. კერძოდ, ბესენტმა, უპასუხა კითხვას, იძიებს თუ არა ხაზინა 501(c)(3) სტატუსის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მემარცხენე „ბნელი ფულით“ ფინანსდებიან და რომლებიც ან პირდაპირ ორგანიზებას უწევენ, ან სულ მცირე, ირიბად ახალისებენ კრიმინალურ ქმედებებს: კრიმინალურ საქმიანობას, დანაშაულებრივ პროტესტებს, ფედერალური ოფიცრების, მათ შორის ICE-ის აგენტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალადობაში ან ტერორისტულსაქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
დანიამ აშშ-ს ატლანტის ოკეანეში ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავებისას მხარდაჭერა გამოუცხადა, — წერს გამოცემა Newsmax. ეს მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის იმ განზრახვის ფონზე, რომელიც დანიის ნაწილის მითვისებას — აშშ-სთვის გრენლანდიის შეერთებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კუნძული სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა.
“დეკემბრის ბოლოს, გერმანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Der Spiegel გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციებს იმ სამი მოსამართლის მიმართ, რომლებმაც 2025 წლის მარტში მარინ ლე პენი გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ინფორმაციას “ყალბი და მოძველებული” უწოდა, სასამართლო სისტემაში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, შეშფოთება კვლავ მაღალია”, – წერს “20 minutes”.