პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი მაია სანდუზე: ის გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ლიდერია, რომელიც აჟღერებს არა ქვეყნის ეროვნულ პოზიციებს, არამედ მოქმედებს გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის „რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა“. მისი თქმით, მაია სანდუ არ არის ეროვნული ლიდერი და ის გარე ძალების მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.

„ის [მაია სანდუ] არ არის ეროვნული ლიდერი. ის გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ლიდერია, რომელიც აჟღერებს არა ქვეყნის ეროვნულ პოზიციებს, არამედ მოქმედებს გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად. როგორც ჩანს, მოლდოვას განიხილავენ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილად და ამის განხორციელება რაც შეიძლება მალე სურთ. ეს ამოცანა უკვე დაუდგათ დღის წესრიგში. მოლდოვაში არსებული ვითარება, რაც არ უნდა შეაქოს ევროკომისიამ, ძალიან შორს არის იმ კრიტერიუმებისგან, რომელიც საჭიროა ევროკავშირში სუვერენული ქვეყნის გასაწევრიანებლად. შესაბამისად, მოიფიქრეს ასეთი გზა – მოლდოვა გააწევრიანონ ევროკავშირში. და კიდევ ერთი, მან [მაია სანდუმ] აღიარა, რომ მისი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა, რომელსაც ის ვერ უმკლავდება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.