პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც სწორედ სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით თავს ვარიდებთ კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.

დეპუტატისთვის გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იმ ფონზე როცა სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, ქვეყანა თავს არიდებდა კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან.

„გაუგებარია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც სწორედ სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით თავს ვარიდებთ კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან, გაუგებარია ეს დამოკიდებულება. შეგახსენებთ, ეს ეხებოდა პირდაპირი, ორმხრივი სანქციების დაწესებას, ასევე რუსეთის მიერ ცალმხრივად, ორმხრივი ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას. აკრიტიკებდნენ მთელ რიგ მიმართულებებს და საქართველოს შესახებ ჰქონდათ წარმოდგენა, ვითომ ჩვენ მომხრე ვიყავით რუსეთთან რაღაც თბილი ურთიერთობების, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, გარდა იმ ეკონომიკური ურთიერთობისა, რომელიც პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.