პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე
ყველა სიახლე
4724 მასალა
18 დეკემბერი 2025
ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები და კარტოფილი ესროლეს
ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი- დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო”.
ბრიუსელის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აპროტესტებდნენ
ფერმერებმა ბრიუსელში გზები გადაკეტეს ევროკავშირსა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად. “ევრონიუსის” ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებმაც გზები ტრაქტორებით გადაკეტეს და კარტოფილსა და კვერცხებს ისროდნენ, როდესაც ევროპელი ლიდერები სამხრეთ ამერიკასთან სადავო სავაჭრო შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ.
ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო – ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
Dailymail: ბრიტანეთის მოქალაქე ლუკ იარვუდი ანტიიმიგრანტული პოსტის გამოქვეყნების გამო, 18 თვით დააპატიმრეს
„ტვიტერის” მომხმარებელს, რომელმაც ორი ანტიიმიგრანტული შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა და ჯამში მხოლოდ 33 ნახვა დააგროვა, რასობრივი სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – წერს Dailymail-ი.
“ოცნებას” ეშინია, რადგან საჯარო გამოძიება დაადგეს, ვინ გასცა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე“ – გიორგი გახარია
ქართულ ოცნებას” საჯარო გამოძიების ეშინია” – ამის შესახებ ექს-პრემიერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ივანიშვილის გუნდის მიერ BBC-ის რეპორტაჟის საფუძველზე, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმას ეხმიანება.
17 დეკემბერი 2025
“გავცივდი, საშინელი ვირუსია, სიცხე მაქვს – 39, მაგრამ მივდივარ რუსთაველზე. რუსებს საქართველო არ უნდა შევატოვოთ“ – არქიმანდრიტი ილია თოლორაია
არქიმენდრიტი ილია თოლორაია, რომელიც ვისუსით არის ინფიცირებული, რუსთაველზე წასვლას და პროტესტის მონაწილეებთან დგომას გეგმავს.
ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს – გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა – უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, გახარიას პარტიის წევრებს, რომლებმაც წარმოადგინეს დადგენილების პროექტი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. კირცხალიას განცხადებით, „ გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა“ არის „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური გენეტიკური კოდი.
ტრამპის ადვოკატები ლიზ ტრასის ციტატებს იყენებენ BBC-ის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მისი 10-მილიარდიანი სარჩელის დასასაბუთებლად
გამოცემა Huffington Post-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის კომენტარები გამოიყენეს, რათა გაემყარებინათ აშშ-ის პრეზიდენტის სამართლებრივი საქმე BBC-ის წინააღმდეგ, გადაცემა “Panorama”-ში მისი სიტყვების რედაქტირების გამო.
ჩერგოლეიშვილის პარტიის პროპაგანდისტი ეკლესიის წინააღმდეგ: ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ნაციონალური ეკლესიების არსებობა თვალხილული რისკის მატარებელია
„ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერა.
“იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე
The New York Times: აშშ ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რეგულაციებთან დაკავშირებული დავის ფონზე სანქციებით ემუქრება
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკეს და ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებით დაემუქრნენ. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიამ “დემოკრატიის ფორუმი” უარი თქვა დაესწროს პარლამენტის სხდომას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიის “დემოკრატიის ფორუმი” ლიდერმა, ლიდევი დი ვოსმა X-ზე დაწერა, რომ პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ დაესწრნონ პარლამენტის სხდომას, სადაც ზელენსკი სიტყვით გამოდის.
მედია: სერბეთში ერთ მინისტრს და კიდევ სამ პირს ბრალდება წარედგინა ტრამპის სიძესთან, კუშნერთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტის დოკუმენტების გაყალბებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო – ინვესტიციაზე კუშნერმა უარი სწორედ სკანდალის შემდეგ თქვა
სერბეთის ორგანიზებული დანაშაულის პროკურორმა, ერთ მინისტრს და კიდევ სამ პირს ბრალდება წარუდგინა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული მდიდრული უძრავი ქონების პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებისთვის. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ლევან სანიკიძეზე
ედიშერ გვენეტაძე ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto – ში გასულ სიუჟეტზე: კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto – ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.





























