პოლიტიკა

გია აბაშიძე: წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.

„წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ. ნეოკოლონიალისტებისა და მათი ნაცფინიების უზნეო პროპაგანდა ჯერ არ გაქრება. თუმცა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალგანზომილებიან დადებით შეფასებებს თავისი ძალა აქვთ გლობალურ ასპარეზზე საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორებისა და დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ეს საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა. ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში: 1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში 2. კორუფცია და თაღლითობა 3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები 4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება 5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.