პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ დაამკვიდრა ასეთი აღქმა, რომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად ყველა საკითხში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლებას

ქვეყნაში რაციონალური და კონსტრუქციული ოპოზიციის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაანგრიონ ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი.

კერძოდ, მისი თქმით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ოპონირება განახორციელონ და არ გააგრძელონ რადიკალების მიერ აქამდე დამკვიდრებული ჩასაფრების პოლიტიკა.

„სამწუხაროდ, საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ დაამკვიდრა ასეთი აღქმა, რომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად ყველა საკითხში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლებას და ცდილობდეს, სხვადასხვა მანიპულაციითა და ინსინუაციით პოლიტიკური ქულების დაწერას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს შეხედულება არის მცდარი. ახლა არის შესაძლებლობა იმის, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე უამრავმა პოლიტიკურმა ძალამ და ჯგუფმა შექმნან და ჩამოაყალიბონ გარკვეული პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას გაუწევენ ოპონირებას. ეს ასეც უნდა იყოს, რათა სამომავლოდ ასეთმა პოლიტიკურად რაციონალურად მოაზროვნე სუბიექტებმა შექმნან პრეცენდენტი და პოტენციურად ჩაითვალონ ხელისუფლების ღირსეულ შემცვლელებად,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.