საქართველოს კათოლიკოს- ატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, „როსპატენტის“ მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა, Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა თავისი საფირმო ფეხსაცმლის ზოლის ვარიაციისთვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ნათლულებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა გამართეს.
ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჯო კენტი, ირანთან ომის გამო გადადგომის გადაწყვეტილებამდე, გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიების ობიექტი გახდა. AP-სა და Semafor-ის ინფორმაციით, კენტს ეჭვმიტანილად მიიჩნევენ იმაში, რომ მან შესაძლოა, საიდუმლო ინფორმაცია დაუშვებელი ფორმით გააზიარა.
პატრიარქთან თანამშრომლობით ჩვენ 300-ზე მეტი ეკლესია აღვადგინეთ საქართველოში, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.
ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Sea Horse-ს კუბაზე გადააქვს დაახლოებით 27 000 ტონა რუსული წარმოების გაზი, ხოლო გემს „ანატოლი კოლოდკინი“ — თითქმის 100 000 ტონა Urals-ის მარკის ნავთობი. ორივე გემის გადაადგილებას TankerTrackers.com-ისა და Kpler-ის ანალიტიკოსები აკვირდებიან,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ კომისარ კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე – გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაკითხონ იმ ბრალდებებზე, თითქოს, ათწლეულების წინ, ის ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.
გავლენიანმა მედიასაშუალებამ El País-მა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად დაასახელა.