ყველა სიახლე
4706 მასალა
23 მარტი
22 მარტი
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ილია მეორეზე
რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორი იყო, გარდაიცვალა
რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორი იყო, 81 წლისა გარდაიცვალა. მიულერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა 21 მარტს გაავრცელა და საზოგადოებას მათი „პირადი ცხოვრების პატივისცემა“ სთხოვა.
ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ფოტოგალერეა
ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში იმ გზაზე არიან განლაგებული, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ.
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება დაიწყო – მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, მიტროპოლიტ შიოსა და წმ. სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.
არ დავიღალოთ, განვეფინოთ მტკვრის გასწვრივ, დაველოდოთ სიონის ზარებს, პატივი მივაგოთ ცაში ახალ მფარველს
არ დავიღალოთ, განვეფინოთ მტკვრის გასწვრივ,დაველოდოთ სიონის ზარებს, პატივი მივაგოთ ცაში ახალ მფარველს, დავიმახსოვროთ ეს დღეები, მერე თაობებს გადავცეთ და დავიჯეროთ, რომ ის სამასი არაგველიც ჩვენ ვართ, ცხრა ძმა ხერხეულიძეც, ასი ათასი მოწამეც, რომლებსაც ერთი ხელით ბავშვები ეჭირათ, მეორეთი მხცოვანი მშობლები, წითლად შეღებეს მტკვარი და ხატს არ გადააბიჯეს. ის შინდისელი ბიჭებიც ჩვენ ვართ, აფთრებივით რომ ებრძოდნენ მტერს.
ისრაელში ირანის შეტევის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11-ის მდგომარეობა მძიმეა
ისრაელის სამხრეთით, ქალაქებში – დიმონასა და არადში ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და მათ შორის, 11-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
21 მარტი
საპატრიარქო – კვირას ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
20 მარტი
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს.
რომის პაპი -გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს
გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის, ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.




























