პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა, რომელიც სასურსათო მაღაზიების ქურდობასა და ნაქურდალი პროდუქციის სისტემურ რეალიზაციას ეწეოდა. დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ჯგუფის ლიდერი და მოვაჭრეები, რომლებიც მოპარულ საქონელს იბარებდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავეს – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.