სამართალი

ანი ნადარეიშვილი- ბან­კში გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან დიდი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გვაქვს… პოლონეთში აპირებდა გაბრუნებას და საზღვარზე არ გაუშვეს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლის, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლა­ია და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ პო­ლო­ნეთ­ში მი­დი­ო­და, თუმ­ცა სა­ზღვარ­ზე არ გა­უშ­ვეს. ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს “ტვ პირ­ვე­ლი” აქ­ვეყ­ნებს.

“ბაჩო აპი­რებ­და უკან, ისევ პო­ლო­ნეთ­ში გაბ­რუ­ნე­ბას რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, იმი­ტომ რომ ჩვენ იქ ემიგ­რა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, რო­გორც ყვე­ლა ემიგ­რან­ტი, ლუკ­მა პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად.

ბან­კში გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან დიდი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გვაქვს, აქ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ არა­ვინ არ გვა­მუ­შა­ვებს და სამ­სა­ხურს ვერ ვი­შო­ვით. სა­ზღვარ­ზე არ გა­უშ­ვეს, გა­მო­აბ­რუ­ნეს სა­ზღვრი­დან. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ.

ამი­ტომ ვი­ცო­დით, სუ­ლე­ლი უნდა იყო, რომ ვერ მიხ­ვდე.

ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩვე­ნიც და ჩვენ­თა­ნაც ვინ მო­დი­ო­და. დიდი ხა­ნია უკვე ლუ­პის ქვეშ ვართ. სრუ­ლი აბ­სურ­დია. ის რაც გუ­შინ ბრი­ფინგზე მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, იყო სრუ­ლი ბოდ­ვა”, – ამ­ბობს ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ბაჩო ახა­ლა­ია. სუს-ში გან­მარ­ტეს, რომ მოვ­ლე­ნებს ის ინ­ტერ­ნეტ-აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და უკვე და­კა­ვე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. ბაჩო ახა­ლა­ია 25 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.