ფრანგმა გამომძიებლებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, ელისეს სასახლე გაჩხრიკეს სავარაუდო ფავორიტიზმისა და კორუფციის გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას AFP ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, – ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა.
სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა უბიძგეს აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ, პარტიის „პრორუსულად“ წარმოჩენით, – ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, – ამის შესახებ International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.