პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მისი შეფასებით, მოქმედმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დაასრულა.

„ბატონ ფიშერს ვუსურვებ კარგ პენსიას და დაუმსახურებელ დასვენებას,“- აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ საქართველო ახალი ეტაპის მოლოდინშია როგორც გერმანიასთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში.

“გერმანიასთან ყოველთვის თბილი და ფაქიზი ურთიერთობა გვქონდა. გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. გერმანიას ჰყავდა არაერთი არაჩვეულებრივი ელჩი – პრაგმატიკოსი ევროპელები, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომელ ქვეყანაში ასრულებდნენ დიპლომატიურ მისიას, ბატონი ფიშერისგან განსხვავებით, რომელიც პირველი არაა, ვისაც საქართველოს ხელისუფლება „პენსიაზე უშვებს“ ქალბატონი დეგნანისა და დანიგანის შემდეგ. ბატონი ფიშერიც მიდის პენსიაზე ისე, რომ ფინალურ აკორდად ვერ ამშვენებს რაიმე დიპლომატიურ მიღწევას ჩვენს ქვეყანასთან. არადა, ჩვენთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. მინდა, მას ვუსურვო კარგი პენსია და დაუმსახურებელი დასვენება. და ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს,”-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.