გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“. დოკუმენტს, რომელიც კიევის მთავრობის მიერ იყო მომზადებული, მხარი სულ 107-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, 12-მა ქვეყანამ ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 51-მა თავი შეიკავა.
2026 წლის 24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ კონფერენციაზე, რომლის თემა „ევროპული ცივილიზაცია“ იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა. ამ კომენტარით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.
მექსიკის სამხედრო ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის დროსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კარტელის, CJNG-ის ლიდერი დაიღუპა. ოპერაცია აშშ-ის „სადაზვერვო მხარდაჭერით“ განხორციელდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განვლილი ოთხი თვე შეაჯამა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.