Layout K (with load more)

ლევან გაჩეჩილაძე- ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარ ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს და ნარკოტიკის მოხმარება-გასაღების გამო დაიჭირეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია

ლევან გაჩეჩილაძე: რუსეთში იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

ლევან გაჩეჩილაძე 2011 წლის 26 მაისზე: ცემის მერე ვიყავი გათიშული. შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, უფროსი შვილი დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში. დაიჭირეს ჩემი ძმა. ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე

ლევან გაჩეჩილაძე: ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს გამოცხადებული, ვინ მოიგო და ვინ წააგო – ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის ომზე: სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა – საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს

ლევან გაჩეჩილაძე: ერთ-ერთი საჭიროება რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე. აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე: საავადმყოფოში შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ხართ, არაფერი ვიცითო

თეა წულუკიანი: ღიმილისმომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ – ჩვენ, „ქართული ოცნება“, მათ მცდელობებს შევებრძოლებით, რომ გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი, პატიმრის ცემა და წამება აღარ დაბრუნდეს და არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა