ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ28 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:17
ლიზ ტრასი

განცხადება · 128 ნახვა

„10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, ამ გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრობის პერიოდმა დამარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად დანგრეულია – მინისტრები მარიონეტების მსგავსად მოქმედებენ“

10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, რვა წლის განმავლობაში, ოთხი პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, ჩემი საკუთარი პრემიერობის პერიოდში, მომიწია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამარჯვება მქონდა, მაგალითად, ბრექსიტის შემდეგ 60-ზე მეტი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, უზარმაზარი ინსტიტუციური წინააღმდეგობის ფონზე მომიწია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარ ყოველკვირეულ შოუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად მორღვეულია, ხოლო მინისტრები მარიონეტების როლს ასრულებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელიც მათ ბიუროკრატიულმა მანქანამ განუსაზღვრა.

” ვმუშაობდი ექვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში: ფინანსთა სამინისტროში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ დეპარტამენტად ითვლება; საგარეო საქმეთა სამინისტროში – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებაში; და ბოლოს, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში. ამ გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი, დაუნინგ სტრიტის 10-ში მუშაობის პერიოდმა – რაზეც უფრო ვრცლად მომავალ კვირას ვისაუბრებ – დამარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად დანგრეულია. მინისტრები მარიონეტების მსგავსად მოქმედებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელსაც ბიუროკრატიული მანქანა განსაზღვრავს. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, თუმცა ეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდწილად ხსნის კონსერვატიული მმართველობის 14 წლის განმავლობაში მიღებულ სუსტ შედეგებს. მათგან, ვინც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, უმრავლესობა არასოდეს ყოფილა არჩეული და იშვიათად თუ გათავისუფლებულა. მიუხედავად ამისა, არჩეული პოლიტიკოსები იძულებულნი არიან იმოქმედონ იმ ჩარჩოებში, რომლებიც სწორედ მათ მიერ არის დაწესებული. ხშირად კი სწორედ არჩეული პოლიტიკოსები იღებენ პასუხისმგებლობას და „დამნაშავის“ როლში აღმოჩნდებიან არაკომპეტენტურობის გამო.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზ ტრასი„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
  2. ლიზ ტრასი„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“
  3. ლიზ ტრასი„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“
  4. ლიზ ტრასი„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“