საგარეო პოლიტიკა

ირანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში გარე მოთამაშეების არსებობა სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ნასერ კანანი ჩაფი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. 

ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კვლავ უარყო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ბრალდებები, რომ ირანი მხარს უჭერს პალესტინის რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს “და ლიბანის შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“. 

„მიმდინარე მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონში გარე მოთამაშეების ყოფნა ვითარებას ართულებს და დესტაბილიზაციას იწვევს“, – აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში. 

მისივე მტკიცებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

„ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ანკლავის დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის აგრესიისგან“, – ხაზგასმით აღნიშნა კანანი ჩაფიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,667 ნახვა