პოლიტიკა

ხორვატიის პრემიერი – საქართველომ შეასრულა კრიტერიუმი, რომ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, , ვულოცავ, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სტუმრობდა ხორვატიას

საქართველომ შეასრულა კრიტერიუმი, რომ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. დღეს იყო მკაფიო და დიდი კონსენსუსი, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის.

„პირველ რიგში, ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც სტუმრობდა ხორვატიას ივლისში. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად დავუჭერდით მხარს საქართველოს ძალისხმევას. საქართველომ შეასრულა კრიტერიუმი, რომ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. დღეს იყო მკაფიო და დიდი კონსენსუსი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელსაც ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ამ დადებითი ამბით. მთავარი რჩევაა, გულმოდგინედ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა, რათა მიხვიდეთ ისეთ პოზიციამდე, როგორიც დღეს მიიღეს გადაწყვეტილებები უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, ასევე წამახალისებელი გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,618 ნახვა