პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბ ქადაგიძე: 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა – პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს

„კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის “ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა – პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს.

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის. აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”, სადაც კოლექტიური ნაცმოძრაობის მიმართ მოხდება პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტის გამოტანა. 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა. პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს. პროცესის დაწყების წინაპირობა, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობა და რაციონალური გადაწყვეტილების დაფიქსირებაა. ყველაზე ძლიერი ბერკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს და შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შექმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ, დეკლარირებულ დასკვნას გამოუტანს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და შესაბამისად, დაიწყება სამართლებრივი შეფასება თუ როგორ მავნებლობდნენ, პარაზიტობდნენ და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,604 ნახვა