პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნიკა გვარამია შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს და დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს სჭირდა, მაგრამ ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც “ნაცმოძრაობის” ორბიტა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტერმინი „კოლექტიური ნაცმოძრაობა” რეალურ სახეს იძენს და გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებით მაინც ვერ გაექცევა თავის წარსულს.

“”კოლექტიური ნაცმოძრაობა” – ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი რეალურად სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,552 ნახვა