პოლიტიკა

პუტინი- ნუთუ ამერიკელებს სხვა პრობლემები არ აქვთ?

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინს ინტერვიუ ჩამოართვა. Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა განაცხადა, რომ ამერიკელებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტზე. განხილული იქნა ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორისაც.

კარლსონი მოსკოვში 1 თებერვალს ჩავიდა, რის შემდეგაც რუსეთის ლიდერთან ინტერვიუ დააანონსა. ამერიკელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტისგან ინტერვიუს არ იღებს. მისივე თქმით, ამერიკელებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის საომარ კონფლიქტზე და მისი მიზანია- გააცნოს თავის თანამემამულეებს რუსეთის პოზიცია. 

„ამერიკელების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რა არის პუტინის მიზანი. მათ არასდროს მოუსმენიათ პუტინის პოზიცია და მათ აქვთ უფლება, იცოდნენ ყველაფერი კონფლიქტზე, რომელშიც თავად მონაწილეობენ“,- აცხადებდა კარლსონი.

მისივე თქმით, მისმა გუნდმა ზელენსკისაც სთხოვა ინტერვიუ.

ორსაათიან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ს სატელიტი სახელმწიფოა, რადგან უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებს მისგან. მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან ვაშინგტონმა კიევს 72 მილიარდი დოლარი მისცა. პუტინმა დასვა კითხვა: „ რატომ არის ჩართული აშშ კონფლიქტში, რომელიც მისგან ათასობით კილომეტრზე მიმდინარეობს?

„ნუთუ სხვა საქმე არ გაქვთ? თქვენ გაქვთ პრობლემები საზღვარზე, პრობლემები მიგრაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სესხთან დაკავშირებით- დაახლოებით, 33 ტრილიონი. ნუთუ სხვა  საქმე არ გაქვთ?“,-განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება, თუ კონფლიქტის დასრულება სურს. მან გამორიცხა ევროპაში ნატო-სთან კონფლიქტის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ პოლონეთი რუსეთს დაესხმება თავს. 

„ჩვენ არ გვაქვს პოლონეთში ინტერესები, ასევე ლატვიაში ან სადმე სხვაგან“,-განაცხადა პუტინმა. ამასთან, კიდევ ერთხელ მიანიშნა სსრკ-ს დაშლის შემდეგ აღმოსავლეთში ნატოს გაფართოება და დასავლეთის მიერ უკრაინის სპონსორობა. ასევე თქვა, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურები ჩრდილო კავკასიელ მეომრებს ეხმარებიან.

პუტინმა აშშ-ს სხვადასხვა პრეზიდენტებთან თავისი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ყველაზე ხშირად ის ჯორჯ ბუშ-უმცროსს ახსენებდა, რომელიც დაახასიათა როგორც „ ხისტი ბიჭი და ხისტი პოლიტიკოსი“. 

„მე ვიცი, რომ შეერთებული შტატებში ის აირჩიეს, როგორც სოფლელი ბიჭი, რომელსაც ბევრი რამ არ ესმის. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის“,-განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბუშ-უმცროსთან მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისევე, როგორც დონალდ ტრამპთან. ჯო ბაიდენთან უკანასკნელი საუბარი კი, (2021) წელს არც ახსოვს. 

პუტინმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულ მებრძოლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იქ ქართველები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც რიცხოვნობით მესამე ადგილზე არიან ამერიკელებისა და პოლონეთის შემდეგ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,576 ნახვა