პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე რობინ დანიგანის პარლამენტში გამოსვლაზე: ელჩის პასუხები იმის დემონსტრირებაა, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს

ამერიკის ელჩის პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს პარლამენტში ამერიკის ელჩის რობინ დანიგანის სტუმრობას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ქადაგიძის თქმით, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა.

„ხალხის ძალის” ეფექტი! დღეს ამერიკის ელჩი საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა; -ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია ვიყო მეუღლე და ორი შვილის დედა… (ფაქტობრივად ბლინკენის “ლგბტ-ნარატივი” უგულებელყო) -ივნისში მე ქართული კომპანიების დელეგაციებს ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ “SelectUSA-ში”, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა… -მე “შუა დერეფანში” საქართველოს როლს მხარს დავუჭერ… ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს. ახლა, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხია ქართული საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური. იმედი მაქვს, ამაზე სერიოზულად დაიწყებენ ვაშინგტონში მუშაობას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონისა, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,338 ნახვა